საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ერთობლივ ვიდეომიმართვას ავრცელებენ, სადაც თითოეული ქვეყნის დიპლომატი საუბრობს, რას ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობა.
„ეს არის შესაძლებლობები ახალი თაობებისთვის“, – უნგრეთის ელჩი;
„თავისუფალი, მშვიდობიანი, სოციალ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი რეგულაციების სივრცე“, – გერმანელი დიპლომატი;
„სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები ყველასთვის, ეს იყო დემოკრატიის კონსოლიდაცია“, – ესპანეთის ელჩი;
„მშვიდობა, კეთილდღეობა და გავლენა“, – დანიელი დიპლომატი;
„ჩვენი მშპ 450 მილიარდი ევროთი გაიზარდა“, – პოლონეთის ელჩი;
„ჩვენ შევუერთდით ევროზონას და ამან მოგვცა ფინანსური სტაბილურობა“ – ესტონეთის წარმომადგენელი;
„ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის, ერთობლივი ზრდისა და საერთო უსაფრთხოების პროექტს“ – იტალიის ელჩი;
„შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, თავისუფლება და ფასეულობები“ – საფრანგეთის ელჩი;
„ქვეყნის ყველა რეგიონში უპრეცედენტო განვითარებაა“ – რუმინეთის ელჩი;
„ევროკავშირის წევრობით ჩვენ ვაშენებთ წესებზე დამკვიდრებულ მსოფლიოს“, – ლატვიის ელჩი;
„ევროკავშირში შესვლა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“, – ჩეხეთის ელჩი;
„ევროკავშირის შიგნით თავისუფლად შეიძლება მოგზაურობა, მუშაობა, სწავლა კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში“ – სლოვაკი დიპლომატი;
ჩვენ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და ვხედავთ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ არჩევანის უპირატესობას“, – ლიეტუვის ელჩი;
ბოლოს კი ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღის აღსანიშნავად, 11 აპრილს ექსპო ჯორჯიაში ეპატიჟება.