თარიღი    დრო

ევროკავშირში და ევროზონაში მშპ-ის ზრდამ 1 პროცენტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 14:50 09.03.2010 826
ევროპის სტატისტიკის სამსახურმა 2010 წლის მეორე კვარტლის მშპ-ის მაჩვენებლებს გადახედა, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. ევროკავშირში და ევროზონაში მეორე კვარტალში მშპ-ის ზრდამ პირველ კვარტალთან შედარებით 1 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში კი მშპ 0,3 პროცენტით გაიზარდა.

2009 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მშპ-ის კორექტირებული მაჩვენებელი 1,9 პროცენტამდე გაიზარდა, როგორც ევროკავშირში ასევე ევროზონაში. მეორე კვარტალში ევროსტატმა შიდამეურნეობების ხარჯები განსაზღვრა, რომელის მიხედვითაც ის 0,5 პროცენტით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით.

რაც შეეხება ინვესტიციებს, ევროზონაში ინვესტიციები 1,8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ევროზონაში 1,7 პროცენტით. ექსპორტის ზრდის მაჩვენებელმა 4,4 პროცენტი შეადგინა ევროზონისთვის, ხოლო ევროკავშირისთვის 4,0 პროცენტი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%