პროფესორი გია ჯაფარიძე კლინიკაში მივიდა.
მან განაცხადა, რომ საკუთარ სადარბაზოსთან ბეისბოლის ბიტების მსგავსი ჯოხებით გაუსწორდნენ.
„რუსები დაგვესხნენ თავს, რაც ხდება ქვეყანაში ის მოხდა. სახლთან დამხვდნენ სადარბაზოსთან, პირდაპირ ცემა დამიწყეს.
2 შეიძლება 3 ადამიანიც იყო. ბევრი მირტყამდა რაღაც ჯოხებით, ბეისბოილის ბიტებივით იყო. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს ამას მეუბნებოდნენ", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
მანამდე, "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის ძმას გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.