ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დიმიტრი ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძესა და ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმას გამოეხმაურა.
"ეს შემზარავია. ვხედავთ, როგორ უსწორდებიან ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ოპოზიციონერებს. მართლა ძალიან მძიმეა ამის ყურება. ივანიშვილს ამ ქვეყანაში სიძულვილის მეტი არაფერი არ დაუთესია. შუაღამით სახლთან და სახლში უვარდებიან პოლიტიკოსებს.
ლაჩარი რომ არის ადამიანი და მხდალი, შიშზე აგებს პოლიტიკას. მან კარგად იცის, რომ ამ თავდასხმით მე და დიმას რომ არ შეგვეშინდება, მაგრამ ამას ვინც ტელევიზიით უყურებს, აუცილებლად გადახედავს მის შვილს და ეტყვის, ხვალ შეიძლება შენ იყო შემდეგი და მოდი შეგვეშინდეს. მაგრამ უნდა ესმოდეს ივანიშვილს, რომ ქართველი ადამიანი არასდროს ყოფილა მხდალი და მშიშარა. ახალგაზრდა ადამიანს დახვდნენ სახლში, ჯგუფურად აკეთებენ ამას, გალახავენ და მერე გაიქცევიან. ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას. მათ შორის ფიზიკურად ბრძოლას, რადგან მათთვის პოლიტიკური ენა გასაგები არ არის. მე ერთადერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაარწმუნეთ, რომ უფრო მეტი ადამიანი ვიდგეთ აქციაზე." - განაცხადა ხაბეიშვილმა.