პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია ეხმიანება დიმა ჩიქოვანსა და გია ჯაფარიძეზე განხორციელებულ თავდასხმებს.
"არცერთი ნაბიჯი უკან არ იქნება გადადგმული. შიში, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის გადარჩენას, არ არსებობს პატრიოტების გულში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავებს და ჩვენს სამშობლოს, სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. ის, რაც დამართეს დღეს ადამიანებს, როცა თავს დაესხნენ... ამ კატასტროფას "ქართულ ოცნებას" არ შევარჩენთ, ივანიშვილს პერსონალურად მოუწევს პასუხისგება, მასაც და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამას სჩადის, მათ შორის სამართალდამცავებს... ადამიანებს შიშველი ხელებითაც შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა და ჩვენ დავიცავთ თავებს", - თქვა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, თავს დაესხნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევს დიმა ჩიქოვანსა და ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს.