"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია "პოსტივის" ეთერში საპროტესტო აქციებზე საუბრისას, 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენა და იქ დატრიალებული ტრაგედია ე.წ. ჭყლეტად მოიხსენია.
"მე ვარ 9 აპრილის მომსწრე, და მე მახსოვს, მე არ ვიყავი 11 და 12 წლის, ვიყავი, მართალია 14 და 15 წლის, მაგრამ ძალიან მძიმე იყო, როდესაც ის ე.წ. ჭყლეტა მოხდა, და თქვენ იცით ხო, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. როგორ შეიძლება, რომ პასუხისმგებლიანმა ადამიანმა, თუ უკვე მართლა განზრახვა გვაქვს კეთილშობილური მართლა პოლიტიკური რაღაცა მიზანი გაქვს, არ უთხრა და არ მოუწოდო შენს შვილებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათი შვილები იქ არ არიან. მათი შვილების თანატოლები არიან... მათ ნაწილს თავიანთი შვილები საქართველოდან გაყავთ. წამოცდენა რატომ ხდება, რომ თუ მოხდა რაიმე ფატალური შედეგი, წინსწრებით, ავანსად ხელისუფლებას აწეპებენ და კიდებენ აი ამ პასუხისმგებლობას", - თქვა ბექა ოდიშარიამ.