ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.
ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.
ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.
უძველესი ეროვნული თამაშის გასაშუქებლად გურიაში საერთაშორისო მედიაც ჩავიდა.
ფოტო: პუბლიკა