„მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აწარმოებს ტერორს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შეიძლება ეს ზონდერები ივანიშვილმა და ამ შს სამინისტრომ არ დასაჯოს, მაგრამ ნუ ეგონებათ, რომ გადარჩებიან.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა
“ეჭვმიტანილი ვინ იქნება თუ რა მისი [ივანიშვილის] ზონდერები, სპეციალურად ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც ასე მარტო თუ ვინმეს მოიხელთებენ, რამდენიმე ადამიანი თავს ესხმის, ტელეფონს ართმევს, სცემენ უმოწყალოდ ადამიანებს და ფიქრობენ, რომ არჩევიან დაუსჯელები. შეიძლება ივანიშვილმა და ამ შს სამინისტრომ არ დასაჯოს, მაგრამ აუცილებლად ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. ნუ გგონიათ, რომ გადარჩებით.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმა ჩიქოვანს საცხოვრებელ სახლთან სასტიკად გაუსწორდნენ.