თარიღი    დრო

გამოძიება დაწყებულია და თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:34 10.12.2018 234

გამოძიება დაწყებულია და თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ომეგა-ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ის მერიაში არ მუშაობდა და არ მუშაობს.

„ამ თემასთან დაკავშირებით ბევრჯერ მომიწია განცხადების გაკეთება – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე საჭიროება, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ დაკითხულნი, გამოძიება დაწყებულია და იმოქმედებს. თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება.

ჩემს პირად პოზიციას რაც შეეხება, საერთოდ, თემას არ ვიცნობ, საქმის დეტალები არ ვიცი. ამასთან, არც გამომძიებელი ვარ. მე ვარ ქალაქის არჩეული მერი, 51% მივიღე არჩევნებში და ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას. ფარცხალაძეზე ერთადერთი შემიძლია გითხრათ – ის მერიაში არ მუშაობდა და არ მუშაობს“, – განაცხადა კალაძემ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%