თარიღი    დრო

კოსმოსური კონსტრუქციების 70%-ის იდეა ქართველ მეცნიერებს ეკუთვნით

საქართველო, თბილისი - 19:21 09.19.2018 2110

დღეს თბილისში გაიხსნა, კოსმოსური ტექნოლოგიების მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „კოსმოსური მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები“. კონფერენციას 6 ქვეყნის კოსმოსური  სააგენტო და მსოფლიოს წამყვანი 75 ფიზიკოსი ესწრებოდა. კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: European Space Agency, ESTEC/ESA, ნიდერლანდები; European Association on Antennas and Propagation (EurAAP); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ( GTU, Georgia) - კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაცია; Large Space Structures GmbH (LSS), გერმანია.
„კონფერენციას ჰყავს 75-მდე მონაწილე,  მსოფლიოს 17 ქვეყნიდან, ესენი არიან: უმაღლესი კლასის კოსმოსური ტექნოლოგიების ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური ქვეყნების კოსმოსური სააგენტოებიდან, როგორებიცაა: აშშ/NASA, ევროპა/ESA, გერმანია/DLR, საფრანგეთი/CNES, იაპონია/JAXA, და სხვ. ასევე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებიდან, მათ შორის: Airbus Dfence and Space (Airbus DS)-ის წარმომადგენლები საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ოფისებიდან, Northrop Grumman USA, Harris USA, TAS Italy and France, MDA Canada, HPS and LSS Germany and companies and universities from Europe, USA, Korea, Japan, China and so on. (კონფერენციაში პირველად იღებენ მონაწილეობას სამხრეთ კორეის, უკრაინის, სომხეთის, რუსეთისა და კანადის წარმომადგენლები).  ეს მონაცემები კონფერენციისადმი უდიდესი ინტერესის დამადასტურებელია. წელს, 2014 წელთან შედარებით ორჯერ მეტი ქვეყანა მონაწილეობს ღონისძიებაში“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას კონფერენციის ორგანიზატორმა, GmbH LSS -ის აღმასრულებელმა დირექტორმა და მთავარმა დიზაინერმა ლერი დათაშვილმა (მიუნხენი, გერმანია).

კონფერენცია ტარდება 4 წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით -  „ევროპის კოსმოსურ სააგენტოში“ (ნიდერლანდები) და საქართველოში.

_ მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ კონფერენციას ესწრება 75 უცხოელი დარგის სპეციალისტი, თითქმის მთელი ელიტა კოსმოსური ტექნიკის სპერციალისტებისა, რომლებიც არიან ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, იაპონიაში და ყველგან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონფერენცია,  გარკვეულწილად,  ეძღვნება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის კოსმოსში გაშვებიდან ოციწლისთავს. ქართული სამეცნიოერო ტექნიკური სკოლა დღეს წარმოდგენილია საერთაშორისო არენაზე, ჩემი მოწაფეები და ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ. საქართველო ბოლო ხუთი წელია იძლევა გარკვეულ სტიმულს - მსოფლიოში  წარმოდგენილი კონსტრუქციების თითქმის 70%-ის იდეოლოგია სწორედ ქართულ ბაზაზეა მიღებული, ეს დიდი მიღწევაა. ვფიქრობთ, დღევანდელი კონფერენცია გარკვეულ წვლილს შეიტანს კიდევ უფრო გავაფართოვოთ არეალი, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალურმა კონსტრუქტორმა, აკადემიკოსმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა.

„ძალიან სერიოზული შედეგები დადო ქართველმა მეცნიერებმა. გახსოვთ, 90-იან წლებში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და უნივერსიტეტის ბრწყინვალე წარმომადგენელმა,  ელგუჯა მეძმარიაშვილმა კოსმოსში გაიტანა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომელსაც ანალოგი დღემდე არა აქვს.  ჩვენ გვაქვს დიდი პოტენცია, ამიტომ  ძალიან დიდი ინტერესია ვიყოთ ჩართული საერთაშორისო კოლობორაციაში. „ევროპული კოსმოსური სააგენტოს“ საექსპერტო დასკვნა ამბობს,  რომ ყველა სახელმწიფომ, რომელიც ჩართულია „ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში“,  უნდა გაიზიარონ ის სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს იმედს, რომ ხვალ უკვე ჩვენ შეგვეძლება დავიწყოთ,  ამ მიმართულებით, ახალი პროექტები. ტექნიკურ უნივერსიტეტში გვაქვს შესაბამისი მაღალი დონის  ინფრასტრუქტურა და გვყავს სამეცნიერო კადრები, რომლებიც შეძლებენ საქმის გაკეთებას -  საუბარია საერთაშორისო კოლობორაციის ახალ საფეხურზე“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%