თარიღი    დრო

გაფრთხილება: ბათუმში ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 11:44 08.18.2018 131

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი. ავტობუსებში ბილეთები აღარ იყიდება. 
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ელექტრონული ბარათის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებსა და სხვადასხვა მისამართებზე, რომელთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ავტობუსებშია განთავსებული.
ავტობუსებში აღარ იქნებიან კონდუქტორები. უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები დააჯარიმებენ.
მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია EXSPRESS CARD, SOLO, VISA ELECTRON, ARMY და სხვა. ასევე, თბილისის ტრანსპორტში გამოყენებადი ყველა ტიპის ბარათით: METROMONY, მერიის შეღავათიანი ბარათები, საქართველოს ბანკის მოსწავლისა და სტუდენტური ბარათები.
სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების - EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.
შეღავათიანი ბარათის აღება შესაძლებელია „მეტრო სერვისს +“– ის სერვისცენტრში (ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 55).
სტუდენტური ბარათის - STUDENT CARD აღება შესაძლებელია EXPRESS BANK-ის სერვისცენტრებში. 
მოსწავლის ბარათის - SCOOL CARD აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში.
უკონტაქტო პლასტიკური სამგზავრო ბარათების შევსება შესაძლებელია ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების - EXPRESS PAY–ს საშუალებით.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%