თარიღი    დრო

ნოდარ ხადური იანოშ ჰერმანს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:24 03.14.2018 309

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, კერძოდ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” მიმდინარეობაზე. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დამკვიდრება და კონკურენციის საერთაშორისო ოჯახის ღირსეული წევრობა, საერთაშორისო პრაქტიკის, ტენდენციების შესწავლა-დანერგვა.  ამისათვის  ქართული მხარე, ექსპერტთა ჯგუფის თანამონაწილეობით, ყოველდღიურ რეჟიმში, საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე, მიზანმიმართულ ნაბიჭებს დგამს.

„მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად მიმდინარეობს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მაქვს იმედი და მოლოდი, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და სამომავლოდ მეტი შედეგების მაჩვენებელი იქნება. ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის დამკვიდრება და ხელშეწყობა საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება და მადლობა თქვენ მხარდაჭერისათვის. ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დამკვიდრება ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გარანტორია და ჩვენ ამის მისაღწევად, ერთობლივად, კომპეტენციის ფარგლებში,  მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - განაცხადა შეხვედრისას ნოდარ ხადურმა და სააგენტოს მიერ განხორციელებულ, სამომავლოდ დაგეგმილ საკითხებზე, პროექტის მიმდინარე სამუშაოებზე, კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობასა და მისიაზე დეტალურად ისაუბრა.

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას. საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით, თვალნათლივ ჩანს, რომ მუშაობა აქტიურად მიმდინარებს. ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა და პროექტი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერას ემსახურება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სამუშაო პროცესი მეტად გაფართოვდეს და სხვა უწყებების ჩართულობა გაიზარდოს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და კონკურენციის პოლიტიკის მხარდაჭერის პროცესების ფორმირება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%