ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო რუსეთის და ირანის მოქმედებები სირიაში და მათ საქციელს სამარცხვინო უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ბოლო დროის სირიის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების შესახებ, რაზეც მან უპასუხა - „ვიტყვი რომ რუსეთის, ირანისა და სირიის მოქმედებები არის ჰუმანიტარული სირცხვილი. ის რაც ამ სამმა ქეყანამ ჩაიდინა აღმოსავლეთ გუტას მოსახლეობის წინაშე ბოლო დროს - სამარცხვინოა“. განაცხადა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას.
მან სირიაში ამერიკული ჯარების მისიის ერთადერთ მიზნად ტერორიზმთან ბრძოლა დაასახელა. „ჩვენი მისია სირიაში ერთადერთია, ისლამური სახელმწიფოსგან თავის დაღწევა და სახლში დაბრუნება. სხვა მიზეზი იქ ყოფნის არ გაგვაჩნია“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.