თარიღი    დრო

“Lockheed Martin”-ი ქართულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 19:42 10.20.2017 852

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციის" წარმომადგენლები საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური დაცვის სისტემების მწარმოებელ, მსოფლიოში წამყვან ამერიკულ კომპანიებს შეხვდნენ.

საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური სისტემების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიებთან / B2B Meetings with the representatives of the “Lockheed Martin”, “Baron Weather” and “Nova Power” შეხვედრა, აშშ-ს მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიებმა “Lockheed Martin”-მა, “Baron Weather”-მა და “Nova Power”-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პირველი მოადგილისგან და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებისაგან  სრული ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო ავიაციის დარგის მარეგულირებელ ზოგად საკანონმდებლო ჩარჩოზე, საავიაციო ბაზრის შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე.

საავიაციო ტექნიკის მსოფლიოში ცნობილი კომპანია “Lockheed Martin” თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის პირობებს გაეცნო. შეხვედრაზე გამოითქვა საავიაციო ხელისუფლებასთან და ქართულ ავიაკომპანიებთან სამომავლო შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილი.

მეტეოროლოგიური მომსახურების მომწოდებელი “Baron Weather”-ისა და ენერგოეფექტური უსაფრთხოების დაცვის სისტემების მწარმოებელი “Nova Power”-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ქვეყნის საავიაციო ინფრასტუქტურით და ქართულ მხარეს შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისის მახასიათებლები გააცნეს.

"ამერიკის სავაჭრო და საინვესტიციო მისიის" ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სამომავლო ინვესტირება, ვაჭრობის გაძლიერება და ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებაა.​

 

 

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%