რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეფასებით ნოღაიდელის მოძრაობასა და "ედინაია რასიას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, რუსეთის ამ პარტიას საქართველოში საკუთარი ფილიალი ლეგალურად ეყოლება.
"როგორც ჩანს, "ედინაია რასიას" საქართველოში საკუთარი ფილიალი ლეგალურად იარსებებს. ყველაფერს რასაც თავისი სახელი დაერქმევა მივესალმები, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ფაქტი ყველაფერზე თავად ლაპარაკობს", - განაცხადა იაკობაშვილმა ჟურნალსიტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ნოღაიდელის სამართლიანი საქართველოსთვის და ედინაია რასიას შორის დღეს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.