ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს მალე ისტორია ფერფლის გროვად აქცევს - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე.
"ივანიშვილის ტირანიული რეჟიმი არა მხოლოდ ფიზიკურად ესხმის თავს, არამედ ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ. ეს მხეცური რეჟიმი, რომელსაც მალე ისტორია ფერფლის გროვად აქცევს, ვერ შეაშინებს ქართველ ხალხს", - წერს უილსონი.