“ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებულ პირველ სამ მძევალს შორის ბრიტანეთისა და რუმინეთის მოქალაქეები არიან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიესალმა გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გოგონა, ემილი დამარი, ბრიტანეთის მოქალაქეა.
მან აღნიშნა, რომ ახლა აუცილებელია შეთანხმების ყველა სხვა ეტაპის დროული განხორციელება, მათ შორის დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
„დიდი ბრიტანეთი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი და მშვიდობიანი შედეგის (კონფლიქტში) მიღწევას“, - თქვა მან.
მძევლების გათავისუფლებას ეხმიანება რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც.
„რუმინეთი მიესალმება ღაზის სექტორის შესახენ შეთანხმების შემდეგ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლებას, მათ შორის ერთი რუმინეთის მოქალაქისა და ერთი რუმინული წარმოშობის.
ჩვენ ყველა პარტნიორის მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ შეთანხმების რეალიზაციის გაგრძელებას“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, დღეს, 19 იანვარს “ჰამასმა” ქალაქ ღაზაში "წითელ ჯვარს“ სამი ისრაელელი ქალი მძევალი გადასცა.