ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან "ბათუმელების"/"ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.
ისინი ასევე ითხოვენ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას.
ხვალ, 20 იანვარს, დილის 9:00 საათზე მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება აჭარის პროკურატურასთან.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
ფოტო: ბათუმელები