შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ, სურს ჩინეთში ვიზიტი, რათა გააღრმავოს და განამტკიცოს პირადი კავშირები ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. იუწყება The Wall Street Journal-ი.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპს სურს, რომ ჩინეთში პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ჩავიდეს.
როგორც იუწყებიან, ტრამპმა და ძინპინმა ელჩების მეშვეობით განიხილეს პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა. ერთ-ერთ ვარიანტად განხილული იყო ძინპინის აშშ-ში ვიზიტი.
ტრამპსა და ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი 17 იანვარს შედგა, თუმცა უცნობია, განიხილეს თუ არა ამ საუბრისას, პეკინში ან ვაშინგტონში ვიზიტის შესაძლებლობა.
"იმედი მაქვს, ჩვენ ერთად შევძლებთ მრავალი პრობლემის გადაჭრას და ამის გაკეთებას დაუყოვნებლივ დავიწყებთ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში 17 იანვარს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ტრადიციის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიო ლიდერებს არ იწვევენ, თუმცა ტრამპმა ეს ტრადიცი დაარღვია და რამდენიმე ლიდერი მიიწვია, მედიის ცნობით, მათ შორის სი ძინპინიც.
გავრცელებული ცნობით, ძინპინმა უარი თქვა ინაუგურაციაზე დასწრებაზე. ღონიძიებას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი დაესწრება.