კოალიცია "ქართულ ოცნებას" უბნებზე სერიოზული დარღვევები შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღია , - ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ "ქართული ოცნების" მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჯერჯერობით უბნებიდან განსაკუთრებული ამბები არ მიგვიღია. ჩვენი მხრიდან ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და საარჩევნო პროცესი არ იყოს ხელშეშლილი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ და ამომრჩევლებს რამდენიმე რჩევა მისცა.
"თუ ისინი ჩვეულებრივ სიებში არ აღმოჩნდებიან, მოითხოვონ სპეციალური სიები. ამასთან, მათ ყურადღება მიაქციონ ყველა პროცედურას დაწყებული მარკირების პროცესიდან, დამთავრდებული ყუთში ბიულეტენის ჩაყრით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.