ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულია მესამე ადამიანიც, რომლის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა 16 დეკემბერს მოხდა.
გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.