მუქარის შემცველი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიუღებელია, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს.
„ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ დარღვევებს საქართველოს არჩევნებში.
ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს რეკომენდაციების შესაბამისად და მათ, ვისაც პასუხი მოეთხოვებათ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, პასუხი უნდა აგონ.
მე ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მუქარის შემცველი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიუღებელია“, - წერს მარგუს ცაჰკნა.