პრეზიდენტის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი იქნება ახალი არჩევნების მომზადება - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა:
"შეიქმნება ისევე საბჭო, იმისთვის რომ ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი, ეს იქნება მომზადება ახალი არჩევნების. უკვე მზადდება და ხვალ ალბათ იქნება მზად დოკუმენტი რომელიც აღწერს ყველა იმ პირობებს, რომელიც არის მინიმალური ჯერ პირობები იმისთვის რომ არჩევნები ძალიან მალე ჩატარდეს და მერე იქნება მუშაობა იმისთვის რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ და მოვამზადოთ და თვითონაც ვიყოთ მზად, რადგან ეს ახალი არჩევნები ნამდვილად იქნება ახალი არჩევნები. ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისას უნდა ვიყოთ მზად." განაცხადა პრეზიდენტმა.