საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც სოციალურ ქსელში დუდა წერს, არსებული კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.
"ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი ჩემს ურყევ მხარდაჭერაში მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. მათ აქვთ ურყევი უფლება, იმოძრაონ ერთიანი ევროპისკენ. ახალი არჩევნები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად - არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან", - წერს პოლონეთის პრეზიდენტი X-ზე.