აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები დიდი ხნის წინ უნდა დაწესებულიყო.
"ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილისთვის გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხნის წინ უნდა დაწესებულიყო.
ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ აქტორებს ქართველი ხალხისა ჩაგვრასა და მათი უფლებებისა და სურვილების დაცვაზე უარის გამო", - წერს მაკკოლი სოციალურ ქსელში.