"ქართულ, აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" თავმჯდომარე ნესტან კირთაძე საერთაშორისო მოძრაობის სახელით გამოეხმაურა გუშინ საქართველოს ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ შემზარავ ფაქტებს სასჯელარსრულების #8 დაწესებულებაში პატიმართა წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობისა და სისასტიკის შესახებ და სპეციალური წერილებით მიმართა: გაეროს ადმიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ჟენევაში და ევროპის საბჭოს ადამინის უფლებათა კომისარს.
"მოგიწოდებთ, რათა:
1. თქვენმა ინსტიტუციებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საერთაშორისო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა სისტემატიური წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავ უმძმეს ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა დამადასტურებელ ვიდეომასალასაც გაწვდით.
2. პარალელურად, საქართველოში სასწრაფოდ გამოგზავნილ იქნას მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან არსებულ სასტიკ რეალობას და დადებენ კვალიფიციურ რეკომენდაციებს და საერთაშორისო მოთხოვნებს საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებეში სისტემური ცვლილებებისა და რეფორმების დაუყოვნებლივ დაწყებასთან დაკავშირებით.
3. თქვენს მიერ შესწავლილ იქნას და განსაკუთრებული ყურადღება მოექცეს საქართველოში დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსს და მასში არსებულ შეუსაბამობებს საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან და დღის წესრიგში დადგეს სასჯელთა შეკრებითობის კანონის გაუქმება, რის საფუძველზეც დღეს ქართულ საპატიმროებში 20-25-30 წლიანი პატიმრობა მისჯილი აქვთ ხშირად სრულიად მსუბუქი დანაშაულის ჩამდენ პირებს.
4. მოგიწოდებთ, თქვენს მიერ ყურადღება მიექცეს პატიმართა და პრობაციონერთა შემაშფოთებელ რაოდენობას საქართველოში, რომელიც პატარა ქვენის პირობაზე წარმოუდგენელად დიდია. (ოფიციალური მონაცემებითY პატიმართა რაოდენობა 25 000-ზე მეტია, ხოლო ქართველი უფლბეადამცველების მონაცემებით- 32 000-ზე მეტი, პრობაციონერთა რაოდენობა კი 300 000 აჭარბებს).
აქვე გაცნობებთ, რომ 2003 წელს ანუ "ვარდების რევოლუციის" წინ ოფიციალური სტატისტიკით საქართველოს სასჯელარსრულებით დაწესებულებებში სულ 6500 პატიმარი იხდიდა სასჯელს, მათ შორის, 80 ქალი და 22 არასრულწლოვანი" - მათქვამია სპეციალურ მიმართვაში.
სპეციალური მიამრთვის ვრცელი ტექსტი შესაბამისი დოკუმენტური მასალებით დღესვე გაეგზავნა გაეროს ადმიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ჟენევაში და ევროპის საბჭოს ადამინის უფლებათა კომისარს.