არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის საქართველოს პროკურატურა შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების და სამინისტროები აქტიურ კამპანიას იწყებენ. დღეს. 1-ელ თებერვალს, 13:00 საათზე თბილისის #51 საჯარო სკოლაში გაიმართება უწყებებს შორის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე
შეხვედრის თემაა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის ერთობლივი ღონისძიებები; ნაჩვენები იქნება კლიპი, რომელიც მთავარი პროკურატურისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით დამზადდა; გამოცხადდება ასევე კონკურსი საინტერესო სლოგანის გამოსავლენად, სწორედ გამარჯვებული სლოგანის ეგიდით წარიმართება მთელი წლის განმავლობაში ცივი იარაღის ტარების საწინააღმდეგო კამპანია