აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც აშშ-ში სოციალურ პლატფორმა TikTok-ს კრძალავს.
უზენაესმა სასამართლომ პარასკევს, 17 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ უარყო პოპულარული აპლიკაციის მფლობელების მიმართვა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აკრძალვა არღვევდა კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების შესახებ. იუწყება CNN.
აღნიშნულია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ხელმოწერის გარეშე გამოიტანა და მასში რაიმე უთანხმოება არ დაფიქსირებულა.
კანონის თანახმად, მფლობელმა ჩინურმა კომპანიამ, ByteDance-მა TikTok-ი,19 იანვრამდე უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრძალვა ძალაში შევა.
აშშ-ის ხელისუფლება აპლიკაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლით ხსნის.
„ეჭვგარეშეა, რომ 170 მილიონზე მეტი ამერიკელისთვის „ტიკ ტოკი“ წარმოადგენს აზრის გამოხატვის, ჩართულობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალების გამორჩეულ და ფართო არხს. თუმცა კონგრესმა განსაზღვრა, რომ დახურვა აუცილებელია, რათა აღმოიფხვრას ეროვნული უსაფრთხოებისთვის კარგად დასაბუთებული პრობლემები, რაც დაკავშირებულია „ტიკ ტოკის“ მონაცემთა შეგროვების პრაქტიკებსა და უცხოურ მეტოქესთან ურთიერთობებთან“, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა არ აიკრძალოს სოციალური ქსელი TikTok და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დონალდ ტრამპს დაუტოვა.
TikTok დახარჯავს 50 000 დოლარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წვეულებაზე, რათა პატივი მიაგოს გავლენიან პირებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს მისი კამპანიის გზავნილის გავრცელებას. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს.
ჩინეთის ოფიციალური პირები განიხილავენ ილონ მასკის ნაბიჯს, შეიძინოს TikTok-ის აშშ-ის ოპერაციები, თუ კომპანია ვერ აიცილებს აპლიკაციის საკამათო აკრძალვას.
აშშ განიხილავს TikTok-ის აკრძალვას, თუ მისი დედობილი კომპანია ByteDance არ გაყიდის პლატფორმას.
ამავდროულად, მედიის ცნობით, ამერიკელები, აკრძალვის შიშით, იწყებენ აქტიურად გადასვლას სხვა ჩინურ აპლიკაციაზე - RedNote-ზე.