კრივი რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სამართალდამცავებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაასრულეს. ოკუპანტების იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი ავრცელებს.
ლისაკის ცნობით, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.
დაინგრა სასწავლო დაწესებულების შენობა, დაზიანდა თითქმის 20-მდე კერძო სახლი, დაზიანდა 10-ზე მეტი მანქანა და 4 მრავალსართულიანი შენობა.
17 იანვარს შუადღისას რუსმა ოკუპანტებმა ბალისტიკური შეტევა განახორციელეს დნოპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი რიჰზე.