დღეს დილით კიევზე რუსეთის ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რუსეთის იერიშის შედეგად, სამი ადამიანი დედაქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში დაიღუპა.
ადგილობრივებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს ალმოდებელი შენობა და მანქანა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ადრე დაწერა, რომ დარტყმა არასაცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.
კლიჩკოს თქმით, ამავე შენობის მეზობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსს ფანჯრები ჩაემსხვრა. დაზიანდა „ლუკიანოვსკაიას“ მეტროსადგურის შესასვლელი.
კიევის ხელისუფლება ასევე იტყობინება, რომ ნამსხვრევები ჩაცვივდა დესნიანსკის რაიონში.