ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, რომელსაც ამ კვირის დასაწყისში დოჰაში მიაღწიეს. იუწყება BBC
მინისტრთა კაბინეტის სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა, ორმა ულტრამემარჯვენე მინისტრმა წინააღმდეგ მისცა ხმა. შეთანხმება, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კატარის, აშშ-ს და ეგვიპტის შუამავლობით შედგა უკვე 19 იანვარს, კვირას, დაგეგმილ ვადაში, ძალაში შევა.
შეთანხმების პირველი ეტაპი მოიცავს 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას დაახლოებით 1000 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.
ისრაელის ჯარები უნდა გავიდნენ ღაზოს სექტორის საზღვრებთან, თუმცა ისინი ამ დროისთვის ამ საზღვრებში დარჩებიან.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი დღიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დღეში 600 სატვირთო მანქანამდე გაიზრდება, მათ შორის იქნება 50 საწვავით დატვირთულ;ი მანქანა. პალესტინელები მიიღებენ 200 ათას კარავს და 60 ათას მოძრავ სახლს.
შეთანხმების გარანტორები არიან კატარი, ეგვიპტე და შეერთებული შტატები, რომლებიც კაიროში საკოორდინაციო ცენტრს შექმნიან.
ზავის მე-16 დღეს, ისრაელმა და „ჰამასმა“ ვალდებულება აიღეს დაიწყონ მოლაპარაკებები შეთანხმების მეორე ფაზაზე, რომელიც სავარაუდოდ მოიცავს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, მუდმივ ზავსა და ისრაელის ძალების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან.
სამშვიდობო პროცესის გარანტორები ასევე საუბრობენ მესამე ეტაპზე, რომელიც მოიცავს ცხედრების გაცვლას, ღაზოს სექტორის აღდგენას და მისი ბლოკადის დასრულებას.
ეს არის მეორე ზავი კონფლიქტის პერიოდში. პირველი 2023 წლის ნოემბერში დაიდო და ექვს დღეს გაგრძელდა.