რუმინელი მილიარდერი დინუ პატრიციუ „სახალხო ბანკის" ყიდვის შემდეგ საქართველოს უძრავი ქონების და მედია ბაზრით დაინტერესებასაც ადასტურებს. როგორც პატრიციუ აცხადებს, საქართველოს უძრავი ქონებისა და მედია ბაზრებს სწავლობს და საქმიანობის გაღრმავებას საქართვლოში არც ამ კუთხით გამორიცხავს.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ საქართველო ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანაა სადაც ბიზნესის კეთება მომგებიანი იქნება. შეგახსენებთ, რომ დინუ პატრიციუ რუმინეთში მედია-ჰოლდინგის მფლობელია, ის უძრავი ქონების ბიზნესებს მოლდოვაში, უკრაინასა და გერმანიაში ფლობს.