ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოუწოდა უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს გაზარდონ სამხედრო დახმარება და ამით შეცვალონ ომის მიმდინარეობა.
„ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე უბრალოდ დავეხმაროთ უკრაინას. ჩვენ უნდა გავზარდოთ პუტინის საფასური[…] და მივცეთ უკრაინას დახმარება, რომელიც მას სჭირდება კონფლიქტის ტრაექტორიის შესაცვლელად“, - თქვა რუტემ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებისას.
რუტეს თქმით, რუსეთის თანამშრომლობა ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რომლებიც მას სამხედრო დახმარებას უწევენ, ისევე როგორც ჩინეთთან, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას და ევროპას.
„რუსეთის თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და ჩინეთთან არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ევროპას, ის საფრთხეს უქმნის მშვიდობას და უსაფრთხოებას - დიახ, აქაც ევროპაშიც - არამედ ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ჩრდილოეთ ამერიკაში“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.