ბრიტანეთს შესაძლოა უკრაინაში ჯარების გაგზავნა მოუწიოს, თუ დონალდ ტრამპი თანამდებობის დაკავების შემდეგ დაფინანსებას შეამცირებს.
ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისთვის, რომ რუსეთი არ დაემუქროს სხვა ევროპულ სახელმწიფოებს.
ჯონსონის თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, ეს გამოიწვევს "კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ჩვენს საზღვრებზე, ევროპის კონტინენტის საზღვრებზე, სადაც დემოკრატიები რუსეთს ეჯახება".
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოსთვის პოტენციურ რისკებს და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ უკრაინის დამარცხებას შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება მთელ ევროპაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება უკრაინის ამჟამინდელ მხარდაჭერასთან შედარებით.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხების შედეგები გავრცელდება ევროპის ფარგლებს გარეთ, რაც გავლენას მოახდენს წყნარი ოკეანის რეგიონსადა სამხრეთ ჩინეთის ზღვის უსაფრთხოებაზე.
”დონალდ ტრამპის [გუნდში] ბევრი განსხვავებული ხმაა და არის რესპუბლიკური პარტიის ფრონტი, რეალურად საკმაოდ ბევრი მათგანი, რომელსაც არასწორი პოზიცია აქვს უკრაინის მიმართ,” - თქვა მან.