აშშ-ის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ნატო-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების დროს ბლინკენი განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას. იუწყება სააგენტო Rreuters
ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, აშშ-ის მთავრობა ეცდება, 20 იანვრამდე უკრაინას გადასცეს უკვე გათვალისწინებული დახმარება, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილებას დონალდ ტრამპი გადაიბარებს.
"ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაზე დავტოვოთ როგორც ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე დახმარების გაზრდის, ისე მსოფლიოში პარტნიორებთან კოორდინაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მზადყოფნა, ჩაერთონ ნებისმიერ სიტუაციაში", - განუცხადა სააგენტოს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ეს ბლინკენის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში.