კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ როცა საჭირო გახდება კარვები მაშინ გაიშლება.
„500 - მდე კარავი გვაქვს უკვე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ გაჩერდა ეს კამპანია, ძალიან ცდება. გაშლილი კარვები მაშინ იქნება, როდესაც საჭირო გახდება. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გეგმა ზომიერი, რაციონალური და ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები, რაც და როცა იქნება საჭირო, ყველაფერი იქნება და არა მხოლოდ კარვები. ნებისმიერი სხვა წინააღმდეგობის საშუალება, რომელიც მოგვცემს ამ რეჟიმისგან ჩვენი სამშობლოს უკან დაბრუნების შესაძლებლობას, ყველა საშუალება, რომელიც ნებადართულია კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციით. ჩვენ წაგვართვეს დემოკრატია და ჩვენ მას დავიბრუნებთ ქუჩის მეშვეობით. მე არ ვაპირებ იმ დღის დასახელებას, როცა კარვები გაიშლება, თუმცა ეს დღე არსებობს, ეს შეიძლება იყოს ხვალ, ან მასზეგ. ეს უკავშირდება კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მოსალოდნელია ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვაქვს მომზადებული ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ამ ქალაქში ცხოვრება ისეთი აღარ იყოს, როგორიც იყო არჩევნების მოპარვამდე“, - განაცხადა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“.