გავრცელებული ინფორმაციით, ჰასან ნასრალას მამა, აბდულ კარიმ ნასრალა, სირიის ქალაქ კუსეირზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მოკლულია ჰასან ნასრალას ძმისშვილიც.
შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალა ბეირუთზე ისრაელის არმიის იერიშის შედეგად დაიღუპა.
ნასრალა „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე 32 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ის იყო პასუხისმგებელი ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებასა და განხორციელებაზე მთელს მსოფლიოში, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
ნასრალა იყო ორგანიზაციის ცენტრალური გადაწყვეტილების მიმღები და სტრატეგიული ლიდერი.