კომპანია „აგროუმ" ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან ერთ ჰექტარზე 40 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან ერთ ჰექტარზე 70 ტონა შეადგინა.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის" მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა:დაიტონა,მანასი (Bejo) დაჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის" მიერ გაწეულმა კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.
„ჩვენი წლევანდელი მოსავალი ჯამში საშუალოდ 2500 ტონას შეადგენს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ წლეულს კლიმატური პირობების მხრივ რეგიონში საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო. ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ კომპანია „კარტლისთან", როგორც კონსულტაციების, ასევე შხამქიმიკატებისა და სათესლე მასალის მოწოდების მიმართულებით. ამ დროის განმავლობაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი საკითხისადმი თანამედროვე მიდგომა და მოწოდებული ნედლეული ყოველთვის უმაღლესი ხარისხისაა და შედეგიც ყოველთვის საუკეთესოა,"- აცხადებს „აგროუს" დირექტორი სოსო მეფარიშვილი.
მისივე ინფორმაციით ხახვის ამოღების სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მომავალი კვირის ბოლოსთვის დასრულდება.„ამჟამად ხახვის ხელით ამოღება მიმდინარეობს, რის შემდეგაც „კარტლისის" სპეციალური ტექნიკის საშუალებით მისი მინდვრიდან აღება და დახარისხება მოხდება. მომავალი კვირისთვის სამუშაოების დასრულებას ვვარაუდობთ. გვახარებს ის ფაქტი, რომ „კარტლისისგან" კონსულტაციებთან, შხამქიმიკატებთან და სათასლე მასალასთან ერთად, სპეციალური ტექნიკის მიღების საშუალებაც გვაქვს, რომელსაც არა მარტო მოსავლის ასაღებად, არამედ დამუშავებისა და თესვის პროცესისთვისაც ვიყენებთ. სწორედ ამიტომაა ჩვენთვის კომფორტული და სასარგებლო კომპანია „კარტლისთან" მუშაობა. საშუალება გვაქვს ყველა საჭირო სერვისი და კონსულტაცია სწორედ ამ ერთი კომპანიისგან მივიღოთ,"-აცხადებს სოსო მეფარიშვილი.