აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს.
ამის შესახებ ვენსმა გადაცემა 2WAY TONIGHT-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
„რამდენადაც ვიცი, უკრაინასთან ოფიციალური მოკავშირეობის შეთანხმება არ გვაქვს. უკრაინა ნატო-ს წევრი არ არის. არ ვფიქრობ, რომ ის ნატო-ში უნდა გაწევრიანდეს.
ვფიქრობ, ეს ქვეყანა აღფრთოვანებას იმსახურებს - მშვენიერი ქვეყანაა, სადაც უამრავი შესანიშნავი ადამიანი ცხოვრობს. ზოგიერთ საკითხზე ვითანამშრომლებთ, თუმცა გარკვეულ საკითხებში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვევა“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ამასთან, ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინამ „რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს“.