აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საფრანგეთის განადგურებაში მიგრანტები და მემარცხენე პოლიტიკოსები არიან დამნაშავე.
მისი თქმით, მსგავსი მოვლენები შესაძლოა შეერთებულ შტატებშიც განვითარდეს, თუ არჩევნებში დემოკრატები გაიმარჯვებენ. მან დემოკრატები ღია საზღვრების მხარდაჭერასა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.
„თუ გსურთ გაიგოთ, რა დგას სასწორზე ამ არჩევნებში, უბრალოდ შეხედეთ, რა ხდება საფრანგეთში - ოდესღაც დიდებული ქვეყანაა, რომელსაც მიგრანტები, ჯიჰადისტები და კომუნისტები იპყრობენ, ძარცვავენ და მიწასთან ასწორებენ. მათ სძულთ ქრისტიანობა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, თავად დასავლური ცივილიზაციაც.
როგორც ევროპაში ვხედავთ, გლობალისტმა მემარცხენე პოლიტიკოსებმა მოღალატეობრივად შემოიყვანეს მესამე სამყაროს ქვეყნებიდან მილიონობით მიგრანტი, რომლებიც სრულიად შეუთავსებლები არიან დასავლეთთან და დასავლურ ღირებულებებთან. მათ სძულთ ყველაფერი, რაც საფრანგეთს უკავშირდება, და ამ ქვეყანას ანადგურებენ. ჩვენ კი არ დავუშვებთ, რომ იგივე ჩვენს ქვეყანას დაემართოს.
მათ საკუთარი ქვეყანა ვანდალებს ჩააბარეს - ადამიანებს, რომლებსაც თავად არასოდეს შეეძლოთ მისი აშენება. ისინი ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და უარს ამბობენ იმ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, რომელშიც ჩადიან. მათ მხოლოდ იმ სოციალური კეთილდღეობის სისტემით სარგებლობა სურთ, რომელსაც საფრანგეთის შრომისმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ.
სწორედ ეს ხდება საფრანგეთში და მათ სურთ, იგივე ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს. ეს არასოდეს მოხდება.
ევროპამ საზღვრები ჩაკეტა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, რადგან სუსტი აღმოჩნდა და საზღვრები მალევე კვლავ გახსნა. ჩვენ კი საზღვრები ჩავკეტეთ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მტკიცე საზღვრები გვაქვს. ევროპამაც საზღვრები დიდი ხნით უნდა ჩაკეტოს.
მათ უნდა გაიყვანონ ქვეყნებიდან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნები სძულთ. ეს მხოლოდ საფრანგეთს არ ეხება - იტალიასაც, გერმანიასაც და კიდევ ბევრ ქვეყანას. ისინი საკუთარ ქვეყანას კარგავენ. ისინი ევროპას კარგავენ. ეს არასოდეს მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა ტრამპმა.