"ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს ნიკო მარის ქუჩის მაცხოვრებლებებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების" ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების პროგრამი გააცნო და უშალოდ რაიონის პრობლმების გადაწყვეტის გზებზე ესაუბრა.
წულუკიანის განცხადებით, ნაძალადევში მოსახელობას ძირითადად უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, წყლის და ასევე მოუწესრიგებელი გზების პრობლემები აწუხებს.
„ნაძალადევის მოსახელობას ძირითადად უმუშევრობა აწუხებს. იმის მიუხდევად რომ ხელისუფლება ამაყობს დაგებული გზებით, ამ რაიონში გზების პრობლემაც ნომერ პირველია. მაგალითად, ნიკო მარის პირველ შესახვევში 15 წელია გზის საფარი არავის დაუგია. ამ ქუჩაზე ვერ ადიან ორხიდიანი მანქანებიც კი, აღარაფერს ვამბობ სასწრაფოზე, რომელიც ვერ მიდის გამოძახების ადგილამდე და ამის შემსწრე ჩვენ რამდენიმე წუთის წინ თავად გავხდით" - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანს მოსახელობა ასევე იმ საკრედიტო დავალიანებების შესახებ ესაუბრა, რომელიც მათ უმრავლესობას ბანკების მიმართ აქვს. მოსახელობა აცხადებს, რომ ამის გამო უამრავ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გაუყიდეს. მათივე ინფორმაციით ამავე რაიონში ბევრ ოჯახს საკუთრების დაკანონების პრობლემა აქვს. თეა წულუკიანი ნიკო მარის ქუჩის მცხოვრბლებს ყველა ამ პრობლემის მოგვარებაში თანადგომას დაპირდა.
დღესვე ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ლოტკინის დასახლებაში მაჩხაანი ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდება.