რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდება. ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სარგსიანი შვებულებას შეწყვეტს.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას შეეხება. ექსპერტების შეფასებით, ამჟარად უკვე ვლადიმერ პუტინი სარგსიანს ამ საკითხს სერიოზულად დაუსვამს და მისგან საბოლოო პასუხს მოითხოვს.
სომეხი პოლიტოლოგი, სომხური საერთაშორისო და პოლიტიკური ცენტრის ექსპერტი რუბენ მეგრაბიანი ასევე აცხადებს, რომ შეხვედრის თარიღიც ვლადიმერ პუტინმა შემთხვევით როდი შეარჩია - 8 აგვისტო ეს ხომ საქართველოსთან ომის დაწყების დღეა.
"მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაკეთდება ბევრი ისეთი განცხადება რომლებზეც არამგონია სარგსიანმა საჯარო პასუხი გასცეს. მიმაჩნია, რომ სომხეთზე, უბრალოდ ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება, იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს მან ამ "პუტინის კავშირებში" ინტეგრაციაზე თანხმობა განაცხადოს. სომხეთმა ხომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, სომხეთი ნატოსთან თავის კავშირებსაც ამყარებს და ეს ძალიან ამ მოსწონს ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას", _ აცხადებს ექსპერტი "ეხო კავკაზთან" საუბარში და აღნიშნავს, რომ ახლა სომხეთის სახელმწიფოებრიობა გამოწვევის წინაშე დგას.
ამას გარდა, ექსპერტის შეფასებით ვინაიდან შეხვედრა სწორედ 8 აგვისტოს დაიგეგმა, სავარაუდოდ მასზე საუნარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას სწორედ ზემოთნახსენებ კონტექსტში შეეხება.
"მიმაჩნია, რომ სწორედ ამ ინტეგრაციული პროცესების კონტექსტში იქნება განხილული ეს კონფლიქტი. რუსეთმა ხომ პრეზიდენტ მედვედევის ხელმძღვანელობით ცალმხრივად და ძალიან აქტიურად აიღო თავის თავზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მოლპარაკებების მოდერაცია და ამით თითქოს თავის ლიდერობას გაუსვა ხაზი, მაგრამ მოგვიანებით ჩვენ ვნახეთ, რომ არავითარი ძვრა ამ საკითხში არ მომხდარა, ახლა კი ყველაფერი ამის აღორძინება იგეგმება. მეორედ ამას რუსეთი წარმატების გატანტიის არქონის გარეშე ხელს არ მოკიდებს",_ აცხადებს ექსპერტი.