შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა პიროვნება, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, მისი განმარტებით კი ის საქართველოს მოქალაქე ლაშა კორსანტია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით.