მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, იწვიმებს როგორც დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ისევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა.
თბილისში უახლოესი დღეების განმავლობაში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.
"დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტესე რაიონებში მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართლების ქარი. მომდევბო ორი დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება და სინოპტიკური სიტუაცია არსებითად არ შეიცვლება", - აცხადებს .
მისივე თქმით, ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწევს და დასავლეთ საქართველოში 28-33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 32-37, ხოლო თბილისში 35 გრადუსი.