იანვარ-ივლისში საქართველოს სულ 2 მლნ 211 ათას 201 უცხოელი მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 54%-ით აღემატება, ამის შესახებ ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწოდებულ ციფრებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2012 წლის ივლისში საქართველოში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობამ 520 ათას 707 შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში ჩამოსულთა ტურისტთა რაოდენობაზე 56%-ითაა გაზრდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ სტაბილურად იმატებს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან. იანვარ-ივლისის მონაცემებით ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ირანი.
ივლისში ზრდის პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩეოდა თურქეთი (126%), რუსეთი (91%) და პოლონეთი (81%).