ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში მიმდინარე აქციაზე ბეშუმში მომხდარი ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას პირისპირ ვეღარ ესაუბრება და უნიჭო წარმოდგენებს მართავს.
"მიხეილ სააკაშვილი თავის მოსახლეობას პირისპირ ვეღარ ელაპარაკება და მხლოდ ზონდერებით ზურგამაგრებული ყელყელაობს და უნიჭო წარმოდგენებს მართავს. თითქოს, აღარ დარჩა რამე, რაც კიდევ გამკვირვებდა ამ ხნის განმავლობაში და რითაც შეიძლება სააკაშვილს გავეკვირვებინე, მაგრამ სააკაშვილმა ყველაფერი იკადრა. რაც მან გუშინ მოაწყო მეც კი ვერ წარმოვიდგენდი", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე ჩასულ მიხელ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.