4 აგვისტოს გამთენიისას, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა, მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტში ბორის ბერეზოვსკი დააკავეს.
ბორის ბერეზოვსკი პარიზიდან მოსკოვში, "Air France"-ის რეისით ფრანსუა კლუზეს სახელით ჩამფრინდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ოლიგარქს სახეც კი შეცვლილი ჰქონდა გრიმით.
ბერეზოვსკის რუსეთში, სავარაუდოდ, "აეროფლოტის" აქციების ყიდვა გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით ჩავიდა.
დაპატიმრებამდე ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა. რუსეთში მას ბრალად ედება მრავალრიცხოვანი დანაშაულებრივი ქმედებები.
ბორის ბერეზოვსკის წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის საქმე 1999 წელს აღიძრა. 2001 წლის სექტემბრიდან ოლიგარქი ძებნაში იმყოფებოდა. 1999 წელს ბერეზოვსკის წინააღმდეგ შვეიცარიის სამხედრო პროკურატურამაც აღძრა საქმე.
უნდა აღინიძნოს, რომ რუსეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები ბერეზოვსკის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
წყარო: http://fognews.ru/v-moskve-zaderzhan-boris-berezovskij.html