დღეს, 21 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს თომას ჰამარბერგს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თომას ჰამარბერგის მოსკოვს სამუშაო ვიზიტით შეხვდება. საუბრის თემა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება იქნება. როგორც რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას წერს, ევროკავშირის დამკვირვებლები, რომელთა ფუნქციებში შედის ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი, 5 იანვარს მიწვეული იყვნენ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რათა გენადი ფლიევის დაკავების ადგილი მოენახულებინათ.
შეგახსენებთ, რომ გენადი ფლიევი ქართველმა სამართალდამცავებმა 4 იანვარს სოფელ ნიქოზში დააკავეს. იგი რუსეთი მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენი საქართველოს ტერტორიაზე შეიარაღებული იყო გადმოსული.