,,ეს არის რუსთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რუსთავი ათი წლის წინ იყო მომაკვდავი ქალაქი", - განაცხადა მიხეილ სააკშვილმა რუსთავში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ ავტოდრომის მოწყობა ოცი მილიონი დოლარი დაჯდა.
,,ეს არის ახალი ავტოდრომი, სადაც ოცი მილიონი დოლარი ჩადო შოთა აფხაზავამ და სხვათა შორის ეს კლასიკური ნიმუშია იმისა, რას ნიშნავს, ქართული პატრიოტული გრძნობა. მართალია, შოთამ ქართული ვერ ისწავლა, მაგრამ საქართველოს სიყვარული ერთი წამიც არ დავიწყებია", _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის უკან ყველა რუსთავიდან გარბოდა.
,,ეს არის რუსთავისთვის ძალიან მნიშნელოვანი, რადგან რუსთავი ათი წლის წინ იყო მომაკვდავი ქალაქი. ყველა გარბოდა აქედან ვისაც უცხოეთში წასვლა შეეძლო, ზოგი თბილისში ვისაც ესეც არ შეეძლო ელოდებოდა ამ ქალაქის განადგურებას და ინფრასტრუქტურის საბოლოო მოშლას", _ განაცხადა მიხეილ სააკშვილმა რუსთავში სტუმრობისას სადაც წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი გახსნა.