21 აპრილს, ორშაბათს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე. ინფორმაციას Associated Press-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.,
"დღეს დილის 7:35 საათზე რომის პაპი ფრანცისკე დაბრუნდა მამის სახლში. მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა უფლისა და მისი ეკლესიის მსახურებას", - განაცხადა კარდინალმა კევინ ფერელიმ თავის განცხადებაში.
"მან გვასწავლა, გვეცხოვრა სახარების ღირებულებებით ერთგულებით, გამბედაობით და საყოველთაო სიყვარულით".
ფრანცისკე რომის 266-ე პაპი იყო. რომის კათოლიკურ ეკლესიას იგი 2013 წლის 13 მარტიდან უდგას სათავეში.
პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი; 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.
2016 წლის 30-2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშიც იმყოფებოდა.